ბულვარი - დასრულებული პროექტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ქუჩების და ბულვარზე გასასვლელების მოწყობის და რეკონსტრუქციის სამუშაოები შესრულდა.

 
სამშენებლო ტერიტორია მდებარეობდა დაბა ურეკში. პროექტი მოიცავდა ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე.თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე ბულვარის პარალელური ქუჩების სამშენებლო სამუშაოებს. ე.თაყაიშვილის ქუჩა არის ცენტრალური მაგისტრალი და მისი ზედაპირის საფარი არის ასფალტი. სამშენებლო პროექტის მიხედვით, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარის სავალი ნაწილი ორივე მხარეს ფილაქნით, ახალი სანათები მთელს ქუჩაზე. მის მიმდებარე ქუჩაზე მოეწყო ასფალტის საფარი, ბორდიურები და ტროტუარი ორივე მხარეს და გარე განათების სრულიად ახალი სისტემა. ეს ქუჩა ფუნქციური დატვირთვით არის სატრანსპორტო სისტემის ნაწილი, ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ორმხრივი მიმართულებით. რაც შეეხება თავად სანაპირო ზოლს, ანუ ბულვარს, განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: 1. მოეწყო ბულვარის ცენტრალური შესასვლელი; 2. მოეწყო ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ველობილიკი; 3. ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მოეწყო მთავარი მოედანი; 4. ბულვარზე ბოლო გასასვლელთან მოეწყო მცირე მოედანი; 5. მოეწყო სველი წერტილები; 6. ბულვარის მთელს სიგრძეზე მოეწყო მცირე მოედნები ღია სეზონური კაფეებისათვის და კომერციული ობიექტებისათვის. 7. განხორციელდა ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ბულვარის დამაკავშირებელი გასასვლელების რეკონსტრუქცია. 8. მოეწყო მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი. 9. მოეწყო რეკრეაციული ზონები; 10. მოეწყო გარე ქსელების საორიენტაციო დაერთებები; 11. მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედნები/ზონები სპორტულ  აქტივობებისათვის.